,,ამ კაცს აქვს პრეტენზია, რომ ადეკვატურია? ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციას ? “მაილზე” მიიღეს ახალი “მესიჯბოქსი” _ აცხადებს საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.
ამგვარი კომენტარი გამოიწვია იმან, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ფიქრობს, „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებთან არანაირი კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ და მათ ქმედებებზე ნული რეაქცია უნდა იქნას გამოხატული.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთ ჯგუფს ჰგონია, რომ მნიშვნელობა აქვს. რეალურად, გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ ეს არის აბსოლუტურად ცარიელი, მხოლოდ პროვოკაციებსა და უაზრო ჭორებზე დაყრდნობილი ქმედებები. ამიტომ საჭიროდ არ ვთვლი, ამაზე რაიმე რეაქცია მოვახდინო. ჩვენი რეაქცია ნული უნდა იყოს, რადგან ეს არის ცარიელი, ყველანაირ შინაარსს მოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები. ამიტომ ვთვლი, რომ დღეიდან ამ ძალასთან არანაირი კონტაქტი და ყველაფერზე ნული რეაქცია უნდა გვქონდეს, რადგან ამაზე დროის ხარჯვა ფუჭია“, – განაცხადა გახარიამ.