გოგი თოფაძის შვილი ირაკლი თოფაძე კორუფციული სკანდალის და “ჰიუნდაისთან” კავშირების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც თოფაძემ „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, მას საერთოდ არ ახსოვს როდის გახდა „ჰუნდაი ავტოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თუმცა შემდეგ გაიხსენა, რომ „ჰუნდაი ავტოს“ სამეთვალყურეო საბჭოს ფიქტიური თავმჯდომარეობა მეგობარმა, დავით გიორგობიანმა სთხოვა. გოგი თოფაძის შვილი ამბობს, რომ მძიმე ოპერაციის შემდეგ, მას კომპანიის მართვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და მისი მონაცემებით მინდობილი პირი სარგებლობდა. მისი თქმით, მინდობილობა კომპანიის მფლობელს გადასცა, თუმცა არ ახსოვს როდის.
„არ მახსოვს, ხომ არ გატყუებთ? არ მახსოვს. რომ დავინიშნე მახსოვს, რაღაცაზე მოვაწერე ხელი,“ – აცხადებს თოფაძე.
გოგი თოფაძე კი ადასტურებს, რომ “ჰიუნდაის” დამფუძნებელი მისი ბიზნეს პარტნიორია, თუმცა კორუფციულ სკანდალთან კავშირს უარყოფს.
„ვერ გავიგე რა ხდება მანდ, ფაქტი ერთია, რომ არაფერი საერთო ჩვენ ამასთან არ გვაქვს. სააქციოს აქვს უფლება, რომ დანიშნოს გარე პირი თავმჯდომარედ. მაგრამ, 100% მანდ აქვს დათო გიორგობიანს,“ – აცხადებს გოგი თოფაძეს.
Back to top button