რამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთ-თურქეთის სამხედრო დაპირისპირება
ზურა ბატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი:
_ რუსეთის მიმართ სიტყვიერი პროტესტის შემდეგ თურქეთი კიდევ უფრო ქმედით ნაბიჯებზე გადავიდა და დღეს ჩრდილოეთ სირიის იდლიბის პროვინციაში 3 დიდი სამხედრო კოლონა (მათ შორისაა ტანკებიც) შეიყვანა. მათ დაიკავეს მთელი რიგი დასახლებული პუნქტები და სიმაღლეები.
თურქეთი ყველანაირად ცდილობს, შეაკავოს რუსეთ-ასადის შეტევა იდლიბის პროვინციაზე, რასაც უკვე მოყვა 500 000 ახალი ლტოვლილის დაძვრა თურქეთის მიმართულებით. თუ ეს შეტევები არ შეჩერდა, მილიონობით ახალი ლტოლვილი წავა თურქეთისკენ.
ამიტომაც თურქეთი არ მოერიდა პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას. შედეგად, ამ მომენტისთვის რამდენიმე ადგილას დაიწყო ბრძოლები თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ასადის რეჟიმის ნაწილებს შორის.
თურქული და რუსული ავიაცია კი ამ ზონის თავზე აქტიურად დაფრინავს. როგორც ჩანს, პილოტები ელიან შემდგომი მოქმედებების ბრძანებას.
ამ მომენტისთვის მთავარი კითხვაა, რუსეთი მიიღებს არსებულ რეალობას თუ გააგრძელებს შეტევებს.
რეალობის მიღების შემთხვევაში საქმეში ჩაერთვება დიპლომატია. არმიღებამ კი შეიძლება გამოიწვიოს რუსეთ-თურქეთის სამხედრო დაპირისპირება.