საზოგადოება

“რამდენიმე კვირის წინ გამაოგნებელ სიტუაციას შევესწარი…”

მაია ციბალაშვილი ფსიქოლოგია, “ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის” ალტერნატიული ზრუნვის ფსიქოლოგად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაუჩნდა მოსაზრებები, რომლებიც ფეისბუქ-პოსტად გამოაქვეყნა. მისი გამოცდილების გაგება ალბათ ბევრისთვის იქნება საინტერესო:

“გავაცნობიერე, რას ნიშნავს იყო სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის მშობელი ჩვენს საზოგადოებაში…

რამდენიმე კვირის წინ გამაოგნებელ სიტუაციას შევესწარი: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შემზარავი კივილი გაისმა. დავინახე, რომ დაახლოებით 10 წლის ულამაზესი გოგონა რაღაცას აპროტესტებდა, გარშემო მყოფებისკენ იწევდა… განერვიულებული დედა ძლივს აწყნარებდა ბავშვს (ძალიან კორექტული და მხარდამჭერი ქცევა ჰქონდა მშობელს). ყველასათვის მოულოდნელად ხალხს გამოეყო ერთ-ერთი ქალბატონი და გაკიცხვა დაუწყო დედას, რომ „ასეთი ბავშვი სახლიდან გამოყვანა არ შეიძლება“, არიგებდა „ექიმი ვარ და ვიცი, მედიკამენტებით ასეთი ქცევის აღკვეთა შეიძლებაო“… სიტუაციის რამდენიმე შემსწრე ჩავერიეთ და ამ „ქალბატონს ადგილი მივუჩინეთ“.
გაოგნებული ვიყავი, მეგონა ამგვარი არაეთიკურობის იშვიათ გამონაკლისთან მქონდა საქმე, თუმცა დღეს დავრწმუდი, რომ ასეთი პრობლემური აზროვნების „ადამიანები“ იმაზე მეტნი არიან, ვიდრე მე მეგონა…

დღეს ერთ-ერთ სკოლაში აღმოვჩნდი, სადაც კლასის დამრიგებელი და ბავშვების მშობლები სპეციალური სასწავლო საჭიროების მქონე ბავშვის სკოლიდან გარიცხვას მოითხოვდნენ (ბავშვი რეალურად აგრესიულია, თუმცა არა იმდენად, რომ შესაბამისი ყურადღების და მიდგომის შემთხვევაში მისი ქცევის მართვა შეუძლებელი იყოს).
ვუყურებდი ამ „გაავებულ ადამიანებს“ და მიკვირდა, ისინი ბავშვის „აგრესიულობას“ ხედავენ და თავისას ვერა… და ყველაზე მეტად მათი შვილები მეცოდებოდა – ასეთი მახინჯი ღირებულებებით რომ ზრდიან”.

წყარო: mshoblebi.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close