საზოგადოება

,,რამდენიმე თვის წინ „გმირებად “ შერაცხული ექიმების უკვე არც მე მჯერა!”

ამ მოკლე დროში ბევრი რამ გაიშიფრა. ხვალ -ზეგ „კოვიდ-19“ აფიორის ნამდვილი მიზანიც საბოლოოდ გაშიშვლდება.

აშკარაა, რომ მსოფლიო შეთქმულების ინიციატორთა მთავარი ინსტრუმენტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა(იგივე, ჯანმო), რომლის რეკომენდაციები კაცობრიობის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია.

საქართველოც რომ ჩართულია, ჯანმოს საშიში რეკომენდაციების ფერხულში, იმ უაზრო შეზღუდვებიდანაც ჩანს, რაც აქამდე გავიარეთ და რასაც უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებენ.

ქალბატონი ლალი მოროშკინა ვარაუდობს, რომ ეს შეზღუდვები ჯანმოს მიერ დავერბოვკებული ქართველი ექიმების დამსახურებაა, რომლებიც საქართველოს მთავრობას თავს ახვევენ უაზრო (უასაფუძვლო)რეკომენდაციების სახით. .

ძნელია, კატეგორიული მტკიცება, გახარია ქართველი ექიმების მძევალია, თუ საერთაშორისო სტრუქტურების(მათ შორის, ჯანმოს) დირექტივებს ასრულებს. თუმცა, ჩემი ინტუიცია ამ უკანასკნელისკენ იხრება, რადგან, 4 მილიარდიან დახმარებას საქართველოს „ლამაზი თვალებისთვის“ არავინ მისცემდა!!!

ასე , რომ, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დგას „სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის “მოტივით განხოციელებულ და განსახორციელებელ საეჭვო შეზღუდვების უკან, რომელმაც არა მარტო ეკონომიკის პარალიზება გამოიწვია, არამედ, ადამიანებს ოპტიმიზმის ყოველგვარი საფუძველიც გამოაცალა.

ღმერთმა ქნას , ვცდებოდე , მაგრამ, რამდენიმე თვის წინ „გმირებად “ შერაცხული ექიმების უკვე არც მე მჯერა!

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

Related Articles

Back to top button
Close