საზოგადოება

რაზე ისაუბრა დავით ასათიანმა დემოკრატიის სამიტზე, რომელიც ჯო ბაიდენის ინიციატივით ჩატარდა

დემოკრატიის სამიტი ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა

,,დემოკრატიის სამიტზე ჩემს გამოსვლაში დემოკრატიის შენებასა და კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში ძლიერი და დამოუკიდებელი ადვოკატურის, ასევე, სანდო და დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე ვისაუბრე” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ფბ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 დეკემბერს, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) სპეციალური მოწვევით, დემოკრატიის სამიტზე მონაწილეებს დავით ასათიანმა სიტყვით მიმართა და  საქართველოს მართლმასჯულების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე,  მათი გადაჭრის გზებზე, ასევე, ამ პროცესში იურიდიული პროფესიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

 დემოკრატიის სამიტი 9-10 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის ინიციატივით ჩატარდა.
დემოკრატიის სამიტის ფარგლებში 100-ზე მეტი ქვეყნის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ლიდერები დემოკრატიის გაძლიერებისა და მის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების დასაძლევად გაერთიანდნენ. დემოკრატიის სამიტი ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა.
    დღეს კი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის არჩევნებია. წელს პირველად, ევროპის საბჭოსა (CoE) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USIAD/PROLoG) მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო საერთო კრება სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე წინასწარი ონლაინ რეგისტრაციითა და უშუალოდ არჩევნების დღეს – 11 დეკემბერს – ოპტიკური სკანერების გამოყენებით ტარდება.

ასოციაციის არჩევნების პროცესს ამერიკულ-კანადური კომპანია „დელიან ფროჯექთი“ უწევს ადმინისტრირებას. ასევე, საარჩევნო პროცესს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“-ს (ISFED) წარმომადგენლები აკვირდებიან.

ხმის მიცემის პროცესი „ექსპო ჯორჯიაში“ 10:00 საათიდან მიმდინარეობს და 19:00 საათამდე გაგრძელდება. ხმის დამთვლელი ოპტიკური სკანერების საშუალებით არჩევნების პირველადი შედეგები უბნის დახურვიდან ერთ საათში გახდება ცნობილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close