საზოგადოება

ჟურნალისტისა და მინისტრის სკანდალური ფბ საუბარი

,,აჰ, თქვენ ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან?... თუ ისევ ყალიბში არ ჩაგაბრუნეს, ძველი მეტრეველი გახდებით!"

ჟურნალისტ მერაბ მერტეველსა და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს შორის გამართულ ორთაბრძოლას ფბ-ში, საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. მინისტრმა ცნობილი ,,სხარტი იუმორი” არ დაიშურა და ამჯერად, მოწინააღმდეგის ,,შესამკობად” ხორციანი, თუმცა დელიკატესი საკვები გამოიყენა. 

მერაბ მეტრეველის ამ პოსტს გამოეხმაურა კულტურის მინისტრი ჩვეული ,,იუმორით”.

,,ღმერთო ჩემო!
ნუთუ ამ ქვეყანაში არ შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს ადამიანს (თუნდაც მცდარი) რაღაც თემაზე ისე, რომ იარლიყი არ მოგაკერონ, ეგრევე ვიღაცის მონად და აგენტად არ გამოგაცხადონ. ხალხის მტრად არ მოგნათლონ. მერე როგორც ხალხის მტერი კედელთან არ მიგაყენონ დასახვრეტად”.
თეა წულუკიანი:

აჰ, თქვენ ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან? და, როგორ თუ გაბედე ჩვენ მიერ ჩამოსხმული ყალიბიდან “ბაშკის” ამოყოფაო, ჩაგცხეს თავში?! ნწ, ნწ.
რა საოცარია, რომ გიკვირთ, ვინაიდან აზრის დაშტამპვას თავადვე ხომ ემსახურეთ ბოლო ათი წელიწადი?!…
აქვე დავძენ, რომ ახლა, აზრის ყალიბში დიდხანს ნამყოფს, ცოტა ვარჯიში დაგჭირდებათ, რადგან უსუფაშვილს დააჯაბნინეთ თავი ამ ბევრად უფრო უნარიანმა მოსაუბრემ. არა უშავს, თუ ისევ ყალიბში არ ჩაგაბრუნეს, ისევ ძველი მეტრეველი გახდებით! გილოცავთ.
მერაბ მეტრეველი:
ქალბატონო თეა, რა აზრის დაშტამპვაზე მელაპარაკებით? მე ვემსახურე აზრის დაშტამპვას?! ანუ ვინც გაკრიტიკებთ, ხოლმე ყველა დაშტამპული გგონიათ?  ამის იქეთ ვერ მიდიხართ? ამას მეუბნებით თქვენ რომელიც ლამის ცენზორად ჩამოყალიბდით მაგ თანამდებობაზე?,
ვინც მაგინებს და ჩემს შორის, ასევე თქვენსა და ჩემს შორის ის განსხვავებაა, რომ ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და არც არაპოპულარული აზრების გამოთქმას მოვრიდებივარ ოდესმე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close