მსოფლიო
პუშკინის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ხანძარია
მოსკოვში პუშკინის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთ შენობაში ხანძარია.
თვითმხილველებზე დაყრდნობით რუსული მედია წერს, რომ კვამლი მუზეუმის შენობის სახურავიდან ამოდის. ადგილზე უკვე მუშაობენ სახანძრო სამსახურის თანამშრომლები.
მოსკოვის პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში რუსეთის მასშტაბით ევროპული ხელოვნების ყველაზე დიდი კოლექცია ინახება.