პოლიტიკა

პუტინმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა თანადგომა ირანსა და სირიას _ რა მოხდა დამასკოს შეხვედრაზე?

ზურა ბატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი:

_ ამასობაში პუტინი სასწრაფო წესით სირიაში ჩაქანდა და ასადს შეხვდა. საინტერესოა, რომ ეს შეხვედრა გაიმართა არა სირიის პრეზიდენტის სასახლეში, არამედ დამასკოში განთავსებულ რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბში. ამით მან ღიად მიანიშნა, ვინ არის უფროსი სირიაში და რომ რუსული სამხედრო ყოფნა ახლო აღმოსავლეთში სერიოზული თემაა.
პუტინმა სირიის პრეზიდენტთან ირან-აშშ-ს დაძაბული ურთიერთობები განიხილა, კიდევ ერთხელ დაუდასტურა თანადგომა ირანსა და სირიას. ერთად რაზე მოილაპარაკეს აშშ-ს წინააღმდეგ, ეგ უახლოეს ხანში გამოჩნდება.
სიმბოლურია, მაგრამ ფაქტია, რომ ირანელი გენერალი სოლეიმანის ბოლო ვიზიტიც მოკავშირე სირიაში (დამასკოში) შედგა, საიდანაც ბაღდადში გადაფრენის შემდეგ მოკლეს.
ხვალ პუტინი სირიიდან თურქეთში გაემგზავრება და შეეცდება დაარწმუნოს პრეზიდენტი ერდოღანი, რომ თურქეთმა ირან-აშშ-ს კონფლიქტში ამერიკელების მხარე არ დაიჭიროს (ანუ გადაიხაროს რუსეთ-ირანის კავშირისკენ).
საინტერესოდ ვითარდება ამბები ახლო აღმოსავლეთში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close