საზოგადოება

,,პროკურატურავ, მუზეუმებში შექმნილ მდგომარეობაზე დაწყებულ გამოძიებას ეგებ მტვერი გადააცალო”

ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:

_ ზუსტად სამი წლის წინ, 2015 წლის 23 იანვარს საქართველოს მთავარ პროკურატურაში გახლდით დაბარებული – გამომძიებელი დიდხანს მისვამდა კითხვებს საქართველოს მუზეუმებში შექმნილ მდგომარეობაზე. შეგახსენებთ, რომ მანამდე, ცხრა დღით ადრე – 2015 წლის 14 იანვარს პროკურატურის კანცელარიაში განცხადება-საჩივარი ჩავაბარეთ, თანდართული მტკიცებულებებით (რომელსაც ხელს ვაწერთ: მე, ირმა ინაშვილი, ვაჟა ოთარაშვილი, ადა მარშანია, ერეკლე საღლიანი და სხვები). მთავარმა პროკურატურამ სწორედ ამ განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ვიცი, რომ საქართველოს ცენტრალური მუზეუმების თანამშრომლებიც იყვნენ მთავარ პროკურატურაში – თითქმის ყველა დაკითხეს. მათ შორის ზოგიერთს გულყრა დამართნია, რის გამოც ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე შეშფოთებული ყოფილა (ალბათ, არა მარტო სხვისი გულყრაა მისი შფოთის მიზეზი.
ეს ფოტო ვიდეოკადრები ამოვჭერი, 2016 წლის 21 ივნისს – სწორედ ამ დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურის კანცელარიაში ჩავაბარე უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, რაც დავით ლორთქიფანიძის დაკითხვაზე დაბარების უპირობო საფუძველია. დაკითხვის შემდეგ ლორთქიფანიძეს იქვე დაადებენ ბორკილებს და საქმეს ისე გადასცემენ სასამართლოს. თუ გაამართლებენ და მე ცილისწამებისთვის დამსჯიან, ეს უკვე გამოძიების საქმეა.

ბოლო-ბოლო ყველაფერს საზღვარი აქვს – ბატონ ლორთქიფანიძეს ცილს თუ ვწამებ, ან მის უფლებებს ვარღვევ (გაუთავებელი განცხადებებით, გადაცემებით, პოსტებით, ვიდეოკადრებით), ჩემი გაჩუმების სხვადასხვანაირი ფორმა არსებობს – სასამართლოსთვის მიმართვა, ან საჯაროდ უარყოფა იმ მტკიცებულებების, რაზეც არაერთია წელია ვუთითებ. დავით ლორთქიფანიძე ამას არ აკეთებს, არც მთავარი პროკურატურა იბარებს მას დაკითხვაზე. არადა, ორჯერ ორი რომ ოთხია, ისეა დასაბარებელი!

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia – მუზეუმებში შექმნილ მდგომარეობაზე დაწყებულ გამოძიებას ეგებ მტვერი გადააცალოთ და დავით ლორთქიფანიძე დაკითხვაზე დაიბაროთ! მისი საქმიანობის ირგვლივ დანაშაულის ნიშნები აშკარად იკვეთება, უამრავ კითხვის ნიშანზე, რომ აღარაფერი ვთქვა. დაიბარეთ ლორთქიფანიძე დაკითხვაზე, სანამ მორიგი უბედურება დატრიალებულა!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close