პოლიტიკა

“პრემიერის ძმაკაცებმა ერთმანეთში სახელმწიფო ფული ვერ გაიყვეს”

,,არ განვიხილავ ვინმე გადადგება ან არ გადადგება. ამ თემას ვუყურებ ასე, რომ პრემიერმინისტრის ძმაკაცებმა ერთმანეთში სახელმწიფო ფული ვერ გაიყვეს, უფრო კონკრეტულად ბიუჯეტის ფული. ქვეყანა, რომ კორუფციას მიაქვს, ამას არ უნდოდა კონკრეტულად გიორგი გაჩეჩილაძის ხმამაღალი განცხადებები. გარედან ეს ყველაფერი ჩანს ძალიან არაჯანსარად“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი.

მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა „სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.

დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის, თანამდებობა დატოვოს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close