პოლიტიკა

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო და ცვლილებებს პარლამენტს უკან, მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს.

მოტივირებული შენიშვნები კონსტიტუციის 6 საკითხს ეხება. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, შენიშვნების 4 საკითხი არის ქართული ოცნების მიერ ვენეციის რეკომენდაციით აღებული ვალდებულება.

ესენია: ბონუსის სისტემა, ბლოკების, საკონსტიუტციო სასამართლოს და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხი, საარჩევნო სისტემას, კერძოდ 2020 წლისთვის, მაჟორიტარობის გაუქმება და სრულად პროპორციულზე გადასვლა და პრეზიდნეტის არჩევის წესი.

პრეზიდენტის განცხადებით, მოტივირებული შენიშვნები სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ პარტიებსა და მოქალაქეებთან არსებული კონსესუსით იქნა მიღებული.

ვეტოს დაძლევაზე პარლამენტი, სავარაუდოდ, 13 ოქტომბერს იმსჯელებს.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა და დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close