საზოგადოება

ჟურნალისტები სალომე ზურაბიშვილმაც მიჯირყნა_ ,,ტვინიც გაანძრიეთ”

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 15 აგვისტოს, ჟურნალისტებს “ტვინის განძრევისკენ” მოუწოდა. აღნიშნული ზურაბიშვილმა მას შემდეგ თქვა, რაც ჟურნალისტებმა პრეზიდენტობის კანდიდატს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლესთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.

სალომე ზურაბიშვილის კომენტარის ამსახველ ვიდეოს ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. მის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ [სტილი დაცულია]:

,,უკვე არის ნათქვამი და ცოტა ჟურნალისტებმა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი. მე ვთქვი, რომ ჩემთვის არის სრულიად შესატყვისი იმ ახალი პრეზიდენტისთვის, ქალი პრეზიდენტისთვის, არის სრულიად შესატყვისი ის ორბელიანების სასახლე, რომელსაც აქვს სხვა დატვირთვა ჩემთვის პირადად. მე ძალიან კომფორტაბილურად ვგრძნობ თავს ასეთ ტიპის სასახლეში და მეორე, ისიც ვთქვი, რომ მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ, ჩემ სახლიდან ფეხით ვივლი და ესეც არის ახალი ფორმა პრეზიდენტობის. ამიტომ მზად ვარ, რომ ყველაფერი გავიმეორო, მაგრამ რომ ნათქვამი მაქვს, ისიც მართალი არის, რომ ნათქვამი მაქვს,” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

რამდენიმე დღის წინ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის ავლაბრის რეზიდენციაზე უარს იტყვის.

“ეს რეზიდენცია სახელმწიფო სიმბოლოა და იქ უნდა შევიდეს  პრემიერი ან საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს საკითხი მთავრობის გადასაწყვეტია. პრეზიდენტი იმ რეზიდენციაში აღარ უნდა იყოს. პრეზიდენტი ისეთ ადგილას უნდა მუშაობდეს, რომელიც მისი ფუნქციების შესაბამისი იქნება,” – მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა 6 აგვისტოს საპრეზიდნეტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა დააყენა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას “ქართულ ოცნება” არ აპირებს. მათ ჯერ არ უთქვამთ, ღიად დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა “ოცნების” არაერთმა წევრმა ეს მხარდაჭერა ირიბად გამოხატა. საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება.

წყარო: netgazeti.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close