პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება ,,ხალხის პარტია” ცესკო-ში დარეგისტრირდა

პოლიტიკური გაერთიანება ,,ხალხის პარტია” ცესკო-ში მომავალი არჩევნებისთვის დარეგისტრირდა. რამოდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ “ხალხის პარტია” თავის მხარდამჭერებს ახალი სახეებითა და განახლებული ძალებით წარუდგება. პარტიის ახლად არჩეული თავმდჯომარის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის პარტია” 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ პირველად დარეგისტრირდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.

,,პარტია ახალი სახეებით და განახლებული ძალებით იწყებს საარჩევნო კამპანიას. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი საბრძოლო განწყობაზეა და პარტიის რეგისტრაციის შემდეგ მოტივირებულები ვართ, რათა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლოთ. მოვუწოდებ ,,ხალხის პარტიის” მხარდამჭერებს და არა მარტო მათ, იმ ადამიანებსაც, ვინც პოლიტიკური პარტიების მიმართ სკეპტიკურადაა გამწყობილი და არ აპირებს არჩევნებზე საკუთარი ხმის დაფიქსირებას, შემოგვიერთდით, რათა ერთად ვიბრძოლოდ უკეთესი მომავლისკენ. ,,შენი ბედი შენს ხელშია”. – განაცხადა კობაიძემ.

,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ ასევე მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, რომელთა მეშვეობითაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიების სახით 35000-მდე ხმა წარადგინა.

,,აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს, რომელთა მეშვეობითაც ცესკო-ში რეგისტრაციის გავლა მოვახერხეთ. მე მაქვს მათი იმედი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ კონკურენტ პოლიტპარტიებს განსაკუთრებით კი “ქართულ ოცნებას” ღირსეულ კონკურენციას გავუწევთ არჩევნებში. ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც ნამდვილად აღელვებს საქართველოს მომავალი და ჩვენი მოსახლეობა,”- განაცხადა ,,ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ, ალექსანდრე კობაიძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close