საინტერესო

,,პირველი სატესტო, დისტანციური სასამართლო სხდომა წარმატებით ჩატარდა”

,,დღეს, უზენაეს სასამართლოში, საკოორდინაციო შეხვედრა გავმართეთ სასამართლო სისტემის, პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებთან.

მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ვირუსის გავრცელების გამო შექმნილი ექსტრაორდინალური სიტუაციისა კანონის უზენაესობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები განუხრელად იქნას დაცული.

შევთანხმდით, რომ დაინერგება სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარების პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს ადვოკატებს და პროცესის მონაწილე მხარეებს თავიანთი სამუშაო ადგილიდან ონლაინ მიიღონ მონაწილეობა სასამართლო სხდომებში. პირველი ასეთი სატესტო დისტანციური სხდომა წარმატებით ჩატარდა გუშინ.

აღნიშნული პლატფორმის გამოყენების ინსტრუქციებს ადვოკატთა ასოციაცია უახლოეს ხანში მიაწვდის ადვოკატებსა და საადვოკატო ბიუროებს” _ წერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Back to top button
Close