,,პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ, კოვიდით”
,,ორჯერ აცრილებთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს კვლევა, შეიძლება იყოს ერთი გარდაცვლილი"

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში დაფიქსირდა პირველი აცრის შემდეგ კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები და მათი რაოდენობა ათეულს აღწევს.
ამის შესახებ მან “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
რაც შეეხება ორჯერ აცრილებს, როგორც გამყრელიძე განმარტავს, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კვლევა მიმდინარეობს.
“პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ. დაახლოებით, ერთი ათეულის ფარგლებში. მხედველობაში მაქვს კოვიდით გარდაცვალება. ორჯერ აცრილებთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს კვლევა, შეიძლება იყოს ერთი, ვერ გეტყვით ჯერჯერობით.
ჩვენი მეექვსე ანგარიში ივლისის 20-დან 25-მდე უნდა გამოქვეყნდეს,”- განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს, საქართველოში, კოვიდინფიცირების 3666 შემთხვევა დაფიქსირდა.
წყარო:https://www.ambebi.ge/