ცხოველთა სამყარო

,,პატრონმა გარეთ გამოაგდო, ქუჩაში სცემდნენ, ქვას ესროდნენ…”

” სურამის ციხეო,
სურვილითა გნახეო,
ჩემი ზურაბ მანდ არის,
კარგად შემინახეო.”
ალბათ გაგახსენდათ დანიელ ჭონქაძის “სურამის ციხე”.
ბავშვობისას მშობლებს დედულეთში, იმერეთში რომ მივყავდი, გზად სურამის გავლისას შიში მეუფლებოდა. მახსენდებოდა ლეგენდა სურამის ციხეზე , მის კედლებში ცოცხლად ჩაყოლებული ზურაბი. წარმოვიდგენდი , როგორ იტანჯებოდა სიცივით , შიმშილით…
იმის გამო, რომ ადამიანი იყო უწიგნური , გაუნათლებელი, ბნელი და ალბათ სჯეროდათ , რომ თუ ცოცხლად ჩააყოლებდნენ კედელში ახალგაზრდას, ციხე-სიმაგრე ძლიერი და აუღებელი იქნებოდა.
დღეს სურამში კვლავ ასეთი სიბნელეა, კვლავ ასეთი გაუნათლებელი და უწიგნური ხალხი ცხოვრობს. არ იციან ერთგულება, მეგობრობა, თანადგომა. სწორედ აი ასეთი სახე დაკარგული სურამელების მსხვერპლი გახდა ეს საბრალო ცუგა. ჯერ პატრონმა გარეთ გამოაგდო. ქუჩაში დაიდო ბინა, ცემდნენ , ქვას ესროდნენ. მაგრამ მაინც აგრძელებდა ცხოვრებას სურამის ქუჩებში . დედაც გახდა. ლეკვებიც დაყარა. ეშმაკის მიმდევარმა სურამელებმა ახალ დაბადებული ლეკვები წაართვეს და წყალში დაახრჩვეს. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ სურამელი ბავშვებიც მონაწილეობდნენ ამ მკვლელობაში. ესეც არ აკმარეს . ქვებით და ჯოხებით სიკვდილის პირას მიიყვანეს და რომ არა საბერძნეთში გაზრდილი კობა კუტალეიშვილი, რომელიც ამჟამად სურამში ცხოვრობს , ეს ძაღლი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. თვე ნახევარი უმკურნალა. დააყენა ფეხზე და ჩამოგვიყვანა თავშესაფარში, მე საბერძნეთში უნდა წავიდე და ამ ძაღლს სურამელები ცოცხლას არ დატოვებენო.
სურამელებო, მე , თამაზ ელიზბარაშვილი მოგმართავთ , თუ ეს ყველაფერი სიმართლეა რაც კობამ გვიამბო , არაფერი გეშველებათ. არც ღმერთი და არც კაცი ვინმე , დახმარების ხელს არასოდეს გამოგიწვდით , რადგან თქვენ ეშმაკის გზას ადგახართ” _ წერია თამაზ ელიზბარაშვილის ზაღლების თავშესაფარის ვებგვერდზე და ამ საწყალის ცუგას ფოტოც არის გამოქვეყნებული.

თავშესაფარმა რომ განაგრძოს მუშაობა, მას თქვენი დახმარება სჭირდება.
თქვენ მიერ გაღებული 1 ლარიც კი ჩვენთვის ძვირფასია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close