პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსი”-ს წევრები აპირებენ რუსეთის სათათბიროს დეპუტატებს შეხვდნენ

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე 11 ივლისს რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებთან შეხვედრას გამართავენ.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

როგორც ინაშვილი აცხადებს, ეს მათი ფრაქციის პირველი შეხვედრა იქნება რუსეთში, რომლის მიზანიც, მისივე თქმით, რეალური დიალოგის დაწყებაა.

​„არაფერია დასამალი იმაში, რომ ჩვენ ვართ ინიციატორი დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჩვენს ფრაქციასა და რუსეთის დუმის წევრებს შორის. ეს პოლიტიკური დიალოგი ბოლო წლების განმავლობაში არ შემდგარა.

ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ აუცილებელია რაღაც აქციები, საოკუპაციო ზოლთან მისვლა, გვახსოვს რა პიარ აქციები იგეგმებოდა სააკაშვილის დროს, სწორედ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და არა ჩვენი ინიციატივა, რომელიც არის პოლიტიკური ინიციატივა, რათა რეალურად გადაწყდეს პრობლემები.

ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალვე გაერთიანდება საქართველო და ხვალვე დაგვიბრუნდება სოხუმი და ცხინვალი, მაგრამ საუბრის და დიალოგის დაწყებას ალტერნატივა არ აქვს“,- აცხადებს ინაშვილი.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სამი წევრი, ინაშვილის თქმით, რუსეთის ფედერაციის სათათბიროში შეხვედრებს ხვალ დაიწყებს 12 ივლისს საქართველოში დაბრუნდება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close