საზოგადოება
,,პარკირების საფასური იზრდება! _ მადლობა კალა-პარკს”
ლევან ხაბეიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი:
_ პარკირების საფასური იზრდება! ამის გამო გააგდეს “სითი პარკი”? პარკირების ადგილებს არ ქმნიდნენო და ამიტომო, არც მერია ქმნის და იგივენაირად აგრძელებს მუშაობას. ავტომობილები საჯარიმოზე გადაჰყავდათო და მერიასაც იგივენაირად გადაჰყავს. რა შეიცვალა თბილისელებისთვის? ანალოგიური რაოდენობის საპარკინგე ადგილებში გადავიხდით ორჯერ მეტს, აი ეს მივიღეთ. ,,მადლობა” – კალა პაკრს.
ხაბეიშვილის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა და მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ დღეს დაადასტურეს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი გენერალური გეგმის მიხედვით, თბილისში ზონალური პარკირება შემოდის. ხაბეიშვილის განცხადებით, ცვლილების მიხედვით ფასი უბნების მიხედვით განისაზღვრება.