საზოგადოება
,,პარკები არ გვაქვს, სკოლები დაითხოვეს და ბავშვები ალბათ აივნებზე უნდა გადმოვფინოთ”
ანი დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი:
_ ზებრაზე გადასვლის წინ პირჯვარს ვიწერ, შეიძლება მეორე მხარეს ვერ მივაღწიო;
ტროტუარი მესიზმრება;
ჩემს წინ მიმავალი მანქანის ბოლისგან თვალები მეწვის;
ბავშვების სიმსივნის სტატიტიკაზე გული მტკივა;
ყვითელი ავტობუსების ხნის ქვა აღარ დაგორავს;
კორპუბის სიმახინჯისგან ცის ნაგლეჯი არ ჩანს და მშენებლობის მტვერისგან მიწა;
პარკები არ გვაქვს, სკოლები დაითხოვეს და ბავშვები ალბათ აივნებზე უნდა გადმოვფინოთ.
და… ქუჩის მუსიკოსების რეგულირებაო.