საზოგადოება

პანკისელობა ასოცირდება ტერორიზმთან, ეს არის ყოვლად მიუღებელი”

დუისის ცენტრში ადგილობრივები არიან შეკრებილი. პანკისელები პასუხს ითხოვენ, სპეცრაზმმა რატომ ესროლა მძინარე 19 წლის ახალგაზრდას. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ძალოვანებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.

„პანკისელობა ასოცირდება ტერორიზმთან და დანაშაულთან. პანკისი და პანკისელობა ტერორიზმთან და დანაშულთან ასოცირებული მხარეს, ეს არის ყოვლად მიუღებელი. მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით ყველა უნდა გრძნობდენს პასუხიმგებლობას. არა ძალადობას მსგავსი ფორმებით,“ – განაცხადა პანკისის მცხოვრებმა.

დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მიამ წუთებში ადგილობრივებს სიტყვით მიმართავს.

დუისის მოსახლეობა ხელისუფლებისგან კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვს.

„მართალია საქართველოს მიწა-წყალზე ვართ, მაგრამ ჩვენ მივმართავთ ჩეჩენ-ინგუშეთის პრეზიდენტს, მოგვხედონ,“- აღნიშნა პანკისის მკვიდრმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close