საზოგადოება

,,პანდემიის დროს არ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილის პირადი კბილის ექიმი იყოს ჯანდაცის მინისტრი”

,,გვჭირდება სერიოზული კრიზის მენეჯერი, რომელიც თუ დროზე არ ვიპოვეთ, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება"

საქართველოში ბოლო 24 საათში გარადაიცვალა 86 მოქალქე, ეს არის პატარა ქვეყნის უდიდესი ტრაგედია. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 7649 პირი. 2013 წლიდან ვიბრძვი, რომ არ შეიძლება ფეოდალის პირადი მცველებით და პირადი კბილის ექიმით დაკომპლექტდეს საქართველოს მთავრობა, მაგრამ ვერავის ვერაფერი გავაგებინე. ახლა გავჩუმდი იმიტომ, რომ ამ ტრაგედიას ვეღარაფერს ვუშველით. ადამიანებო! ვინც იცნობთ პირადად ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, დიდ ფეოდალს,იქნება გააგებინოთ! პანდემიის დროს არ შეიძლება მისი პირადი კბილის ექიმი იყოს ჯანდაცის მინისტრი,რადგან ჩვენ გვჭირდება სერიოზული კრიზის მენეჯერი,რომელიც თუ დროზე არ ვიპოვეთ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება. უფალი დაიფარე ჩვენი ქვეყანა.

ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი, თბილისის მერობის კანდიდატი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close