პოლიტიკა

პაატა ჩოხელი: მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები ივანიშვილ-კალაძე-ალავიძის ბიზნესინტერესებს ეწირება

,,დევდორაკის ხეობაში კიდევ ერთხელ ჩამოწოლილი მეწყერი და საერთოდ, დარიალის ხეობის განადგურება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეწირება ქვეყნის ეკოლოგია და საქართველოს მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები ივანიშვილ-კალაძე-ალავიძის ოლიგარქიულ კლანურ ბიზნეს ინტერესებს.
ხეობაში ელექტროსადგურის მშენებლობამ გამოიწვია ეკოლოგიური კატასტროფა.
ლეიბორისტული პარტია მიმართავს გაეროსთან არსებულ ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლისთვის, რათა შეჩერდეს საქართველოს უნიკალური ბუნების ვანდალური განადგურება” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიური მდივანი, პაატა ჩოხელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close