საზოგადოება
ოცნების წარმომადგენლები თბილისის ქუჩებს მათი მხარდამჭერი პლაკატებისგან გაათავისუფლებენ
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/10/22752602_1617412858375089_213875797_n.jpg)
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.
პარტიის წარმომადგენლები დღეს, 16:00 საათიდან, დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში არსებულ ქუჩებს, პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გაათავისუფლებენ. დასუფთავების აქციაში პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.