პოლიტიკა

,,ოცნების საქართველოში მხოლოდ ორი რამ გაორმაგდა: ტარიფები და ჩინოვნიკთა ხელფასები”

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორის რაიონში (#10), ლეიბორისტული პარტიის წევრი ნათია შარაშენიძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ის აუცილებლად იბრძოლებს ჩინოვნიკების ხელფასების მატების მავნე ტენდენციის წინაააღმდეგ.

,,ოცნების საქართველოში მხოლოდ ორი რამ გაორმაგდა: ტარიფები და ჩინოვნიკთა ხელფასები, ეს უკანასკნელი კი უკვე იმდენჯერ გაიზარდა, რომ მგონი კარგა ხანია დაეწია და გაუსწრო ევროპელი ჩინოვნიკის ხელფასს” – აცხადებს შარაშენიძე.

მოვიპოვეთ ვიდეო, რომელიც ნათია შარაშენიძის ოზურგეთის საკრებულოში მოღვაწეობის პირველ ნაბიჯებს ასახავს.

,,უმძიმესი სოციალური სიდუხჭირეა. მოსახლეობის დიდი ნაწილი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს, ამ ფონზე კი ძალიან ძნელი ასატანი და მოსასმენი იყო ის, რომ ახალი ბიუჯეტის დამტკიცების პირველივე საკრებულოს სხდომაზე მერისა და დანარჩენ ჩინოვნიკთათვის ხელფასების მატების საკითხის განხილვა მიმდინარეობდა.

როდესაც ამდენი სოციალურად დაუცველი გვყავს, დაუშვებლად მიმაჩნია ჩინოვნიკთა ხელფასების ზრდა. ვაპირებ, მომავალშიც დაუღალავად ვებრძოლო ხალხის ხარჯზე გაზულუქებული ჩინოვნიკების გაუმაძღარ მადას” – აცხადებს ნათია შარაშენიძე.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close