საზოგადოება

,,ოქიტაშვილის ქმედებები მიმართულია მშრომელთა ორგანიზებული მოძრაობების დასუსტებისაკენ”

საქართველოს პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა განცხადებას ავრცელებს:

,,საქართველოს პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა უნდობლობას უცხადებს დათო ოქიტაშვილის კანდიდატურას, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ის წარმოადგენს გარკვეულ პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტების ინტერესებს და მისი ნებისმიერი ქმედება მიმართულია მშრომელთა ორგანიზებული მოძრაობების დასუსტებისაკენ.

გთვაზობთ პროფკაშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებული აქციების მხოლოდ მცირედ ჩამონათვალს, რომელ აქტივობებში დათო ოქიტაშვილს არათუ მონაწილეობა არ მიუღია, არამედ არც სოლიდარობა გამოუცხადებია დევნილი პროფკავშირებისადმი.

 2006 წლის 2 დეკემბერი – მასშტაბური საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან, შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

 2007 წლის 16 აპრილი – აქცია საქართველოს პარლმანეტის შენობასთან: „არსებული შრომის კოდექსი მონობას ამკვიდრებს“.

 2008 წლის 8 მარტი – გაფიცვა მახინჯაურის სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორიაზე.

 2008 წლის 10 მარტი – ქ.რუსთავში ე.წ „ყვითელი ავტობუსების“ მძღოლების გაფიცვა.

 2008 წლის 4 აპრილი – დაიწყო გაფიცვები და პერმანენტული აქციები სამედიცინო სფეროში.

 2008 წელს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შეიტანა 2 საჩივარი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაერთიანების თავისუფლების კომიტეტში ფოთის პორტში, ბითიემ ტექსტილში და განათლების სფეროში პროფკავშირის წევრების და არჩევითი ლიდერების დევნის შესახებ. აღნიშნული საჩივრები გაერთიანების კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილებებით სრულიად გაზიარებული და დაკმაყოფილებული იქნა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დავით ოქიტაშვილის ტყუილზე და ცილისწამებაზე დაფუძნებულ კამპანიას”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close