საზოგადოება

,,ორგანიზებული დანაშაულის ალაგმვას ოპერატიული მუშაობა და თავი სჭირდება”

,,ქატო იქა, ფქვილი აქა!”

ადრე ბ ა ნ კ ე ბ შ ი (90-იან და 2000-იან წწ-შიც) პოლიციის დ ა ს ა ც ა ვ ა დ გაშვებას ვინ ი ფ ი ქ რ ე ბ დ ა, პოლიცია მ უ შ ა ო ბ დ ა და შედეგად თ ბ ი ლ ი ს შ ი ბანკის ყაჩაღობა ი შ ვ ი ა თ ა დ ხდებოდა, თუმცა შემდეგ, გ ე გ ო ნ ე ბ ა მიუშვესო და იმდენი ბანკი ,,წაიღეს”, რომ თვლაც აგვერია და დავთარიც.

მ ე კ ო ბ რ ე ე ბ ი ს გ ა ნ დაბრიყვებულმა ,,საქართველოს ბანკმაც” იფიქრა, ყოველ კ ვ ი რ ა რაღა უმადური ყ ა ჩ ა ღ ე ბ ი (მადლობასაც არ იხდიან) ,,ვამდიდრო”, აგერ შსს-თან ,,დავლაგდები” (მადლობას მაინც მეტყვიანო) და ბანკებში ,,უსაფრთხოების დაცვასა და რისკების პრევენციისთვის” (გეგონებათ ბანკი ,,რისკ ჯგუფში” შედიოდეს) შსს-ს დაცვის პოლიცია დააყენა. როგორც ზ ღ ა პ ა რ შ ი ა ისე გამოვიდა, ,,ქატო იქა, ფქვილი აქაო”, შსს-ც ნასიამოვნებია, (ბანკებზე თავდასხმები შემცირდებაო) და ,,საქ. ბანკიც”, რომლშიც მუშაობა უკვე გ მ ი რ ო ბ ი ს ტოლფასად იქცა.

 ,,საქ. ბანკს” რას ვერჩით, თავს იცავს, შსს-ში კი არ ფიქრობენ, რომ ო რ გ ა ნ ი ზ ე ბ უ ლ ი დანაშაული, თვალს ახლა სხვა ბანკებს, ორგანიზაციებს და ოჯახებს ,,დაადგამს” და მათ ალაგმვას, ოპერ. მუშაობა და თავი ჭირდება!” _ აცხადებს პოლიციის პოლკოვნიკი, სამართალდაცავთა დაცვის ლიგის წევრი, ზაზა ჭაია. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან ”საქართველოს ბანკს” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია დაიცავს. დაცვის პოლიციის თანამშრომლები საქართველოს ბანკის უსაფრთხოების დაცვას და
რისკების პრევენციას შესაბამისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით
უზრუნველყოფენ. ამისათვის კი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და  „საქართველოს ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიგა
ნიკოლეიშვილმა და „საქართველოს ბანკის“ ოპერაციების დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე გამყრელიძემ მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის
დეპარტამენტი უზრუნველყოფს „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრების დაცვას საპოლიციო ძალით, ხოლო ობიექტების პატრულირებას სპეციალურად ბანკისთვის გამოყოფილი სათანადოდ აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები
განახორციელებენ. მემორანდუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციასა და  „საქართველოს ბანკს“ თანამშრომლობის გაღრმავება, ბანკის სერვისცენტრების, მათი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების გაძლიერება.

დაცვის პოლიციის თავმჯდომარემ, გიგა ნიკოლეიშვილმა „საქართველოს ბანკის“ ოპერაციების დირექტორის მოადგილეს, ალექსანდრე გამყრელიძეს დაცვის პოლიციის აღჭურვილობა და ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერებინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია საქართველოს ბანკის ინკასაციას 2013 წლიდან ახორციელებს. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე
პროფესიონალი თანამშრომლები მუშაობენ, დაცვის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. დაცვის პოლიცია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს, ხოლო დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რისკები დაზღვეულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის მიერ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლები რისკების პრევენციის შესაბამისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით ეფექტურად უზრუნველყოფენ დასაცავი ობიექტების უსაფრთხოებას.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close