სამართალი და კრიმინალი

ოკუპირებულ აფხაზეთში ყაჩაღებმა ბავშვები მძევლად აიყვანეს და ერთი პირი მოკლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში მომხდარი დანაშაულის შესახებ სოცქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ. ძალოვანი უწყებები ადასტურებენ. Apsny LIFE წერს, რომ ბოროტმოქმედებმა რამდენიმე პირი, მათ შორის ბავშვები მძევლად აიყვანეს.

თავდასხმა ტურისტებზე მოხდა. ერთ-ერთმა ტურისტმა ყაჩაღებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც, ის დაჭრეს. მიღებული ჭრილობისგან, ტურისტი ადგილზე დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, დეტალები ჯერჯერობით ზუსტდება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close