ოთხი ქუთაისელი, ლეგენდად ქცეული დის ისტორია _ ვინ იყვნენ დები იშხნელები
საქართველოში, დები იშხნელები ტკბილხმოვანი სიმღერით გამოირჩეოდნენ. გიტარა, ეროვნულ ტანსაცმელში ცაცმული ოთხი და… ისტორიას მათი ხმები შემორჩა, ფოტოები და ისტორია.
,,პირველად ქუთაისის გიმნაზიაში იმღერეს.
გალაკტიონს მოეწონა და თეატრში, ერთ-ერთ საიუბილეო საღამოზე მიიწვია.
ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფეები იყვნენ და სცენაზე დგომა ეკრძალებოდათ.
თან, ეს ის დროა ,
ქალთა ანსამბლები რომ არც არსებობდა და დიდად დასაძრახ ამბად ითვლებოდა.
უშლიდნენ,
მაგრამ არ დაიშალეს –
კონცერტზე მაინც გამოვიდნენ.
ერთი კია,
ხალხს სახეები რომ ვერ დაენახათ,
დარბაზში შუქი ჩააქრობინეს და ოთხი სიმღერა ისე, სიბნელეში შეასრულეს.
მსმენელი ვერ ხედავდა,
მაგრამ
შეუძლებელი იყო, მათი ხმები,
შეუმჩნეველი დარჩენოდა პატარა ქალაქში.
ამბავი “გასკდა”,
ყველამ შეიტყო ფარული მომღერალი გოგონების ვინაობა და მალევე გიმნაზიიდან გარიცხვაც დაუპირეს.
გოგონების მშობლები გიმნაზიის „ნაჩალნიცას“ (როგორც ბებია ამბობდა) დაჰპირდნენ,
ბავშვებს სცენაზე აღარასდროს გაუშვებდნენ და ამ პირობით სკოლაში დაბრუნება ითხოვეს.
უკვე გვიანი იყო.
გოგონები სამუდამოდ “მოიწამლნენ” სცენით,
საყვარელი საქმე, სულზე უტკბესი ჰანგების შექმნა განაგრძეს და საყოველთაო აღიარება და ხალხის განუზომელი სიყვარული მოიპოვეს.
ოთხი ქუთაისელი და,
უკვდავ ლეგენდად იქცა:
ნინო,
თამარი,
ზინაიდა,
და
ალექსანდრა
დები იშხნელები”.