სამართალი და კრიმინალი

ოთარ აბესაძის მოთხოვნით, მის ადვოკატს საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე მედიასთან საუბარი აეკრძალა

ოთარ აბესაძის მოთხოვნით, მისი ადვოკატი საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე კომენტარს არ გააკეთებს. ამის შესახებ თავად აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიღებულ საქმის მასალებს ახლა ეცნობა, თუმცა დაკავებულის მოთხოვნით, კომენტარს ვერ გააკეთებს.

ამასთან, ადვოკატისთვის უცნობია, როდის მოხდება ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული აბესაძისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენება.

მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, ტივზე რესტორნის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით მიღების სანაცვლოდ ერთ-ერთ პირს 3000 დოლარი გამოართვა.

ინტერპრესნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close