საზოგადოება
ოთარ აბესაძე, უმძიმეს მდგომარეობაში, კლინიკაში გადაიყვანეს
ოთარ აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოთარ აბესაძე შეუძლოდ გახდა, თუმცა ის სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა რამდენიმე თვის წინ დააკავა.