საზოგადოება

,,ვინ წარმოთქვა პირველად ფრაზა: ხეებს რომ ჭრიან, ნაფოტები იფანტებაო”

,,ვისაც სურს გადამოწმება, იხილეთ..."

დღეს ვუსმენდი მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს სასამართლოში და ვფიქრობდი, რომ ამაზე უფრო აბსურდული რამ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა – სახელმწიფოს შემქმნელი, ქვეყნის ჭაობიდან ამომთრევი და მისი პროგრესის გზაზე დამყენებელი პიროვნება დამნაშავის სკამზე იჯდა.
ის, რომ ეს კრემლის სურვილით და მისი მითითებების თანახმად ხდება, დღეს განსაკუთრებული სიცხადით წარმოჩინდა. ქოცხელისუფლების წარმომადგენლები, თალაკვაძით (მსუქანი ქალი რომ უნდა იმით) დაწყებული დაზეპირებულივით იმეორებდნენ ფრაზას, რომელიც იმდენად რუსული, იმდენად პუტინისტური, იმდენად საბჭოურია, რომ ქართველ ადამიანს, თუნდაც ჩაკირულ ქოცს, ეს თავში არ მოუვიდოდა: ხეებს რომ სჭრიან, ნაფოტები იფანტებაო. მათი აზრით, სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლა ამ ფრაზით განიმარტებოდა.
მაგრამ საიდან ეს ფრაზა? ეხლავე მოგახსენებთ.
ეს წინადადება სტალინს მიეწერებოდა 30-იან წლებში, როდესაც ასობით ათას ადამიანს აპატიმრებდნენ, ხვრეტდნენ ან კონცენტრაიულ ბანაკებში გზავნიდნენ. აი ისინი იყვნენ ვითომდა ის ნაფოტები, ანუ “უმნიშვნელო მსხვერპლები”, რაც გარდუვალია დიადი საქმის კეთების – ცარისტულ-იმპერიუილ რუსეთის ნგრევის და სოციალიზმის შენების დროს. სინამდვილეში ეს სტალინმა კი არა, პირველად ლენინმა სთქვა, და აი მისი ზუსტი ციტატა“: «Пусть моськи буржуазного общества (…) визжат и лают по поводу каждой лишней щепки при рубке большого, старого леса» (დაე ბურჟუაზიული საზოგადოების ძაღლუკები ყეფენ ყოველი ზედმეტი ნაფოტის გამო, რომელიც დიდი, ბებერი ტყის გაჩეხვის დროს ხდება). შემდგომ წლებში ეს ყოველი კაგებეშნიკის საყვარელი ფრაზა გახდა, რითაც ყველა სისასტიკესა და ბოროტებას ამართლებდნენ. სწორედ ამიტომ ეს ფრაზა ყველაზე კარგად სწორედ გამობრძმედილმა კაგებეშნიკმა, პუტინმა უნდა იცოდეს.
თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში ქურდ-ბანდიტების იმ გროვას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის საქმეებს განაგებს, ან მათ მბრძანებელს, ენაბლუ და გაუნათლებელ ფულის ტომარას ეს ფრაზა გახსენებოდა? ამას ვერაფრით ვერ დავიჯერებ! ეს მათი რუსი ზედამხედველების ნაკარნახევია და ამით ცხადზე უცხადესი გახადეს ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი სწორედ რუსეთის, კრემლის და პირადად პუტინის პატიმარია. პატიმარია სწორედ იმიტომ, რომ უნდოდა საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი ევროპული გზით სვლა და განვითარება. ასეთი რამ რუსეთისთვის სრულიად მიუღებელია.
p.s. ვისაც სურს დამოწმება, როდის და სად სთქვა ეს ფრაზა მსოფლიო ხალხთა ბელადმა, დიდმა ლენინმა, იხილეთ მისი «Очередные задачи Советской власти», разд. «Организация соревнования» (апр. 1918).
დოდონა კიზირია, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close