,,ნუ ხართ მდუმარებაში, წინ ომი და ტერიტორიების დაკარგვა, სიდუხჭირის გაძლიერებაა”
შემაწუხებელი და დამაფიქრებელია, რომ აშკარად მართულ მიტინგებზე, სტუდენტი-ახალგაზრდობის წარმომადგენლები ერთი-ერთში იმეორებენ ოპოზიციური პარტიებისა და “ქართული ოცნების” უმრავლესობის მოთხოვნას მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებისა და პროპორციული წესით არჩევნებზე სრულად გადასვლის თაობაზე… ეს არის ქვეყნის დაღუპვა და საქართველოში კომუნისტურზე უარესი პარტიული დიქტატურის დამყარება.
ვიწვევ ღია დისკუსიაში ნებისმიერს, ვინც პროპრციულ სისტემას ითხოვს. მზად ვარ, ნებისმიერ აუდიტორიაში ვეწვიო სტუდენტებს, რომ მიტინგური აგრესია-ემოციის გარეშე ,,აკადემიურ გარემოში, სასურვრველია, პირდაპირი სატელევიხიო გადაცემით, შედგეს ღია დისკუსია.
პირდაპირ გეუბნებით პარტიათა ხელმძღვანელებს, თქვენ მოიყვანეთ საქართველო აქამდე, თქვენ მოახდინეთ მეცნიერებისა და მეცნიერული აზრის უგულებელულყოფა, თქვენ არაფრად აგდებთ ინტელიგენცია, ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატიის თამაშით, სოციალური დემაგოგიით, ელიტური კორუფციით -გაყვლიფეთ ქვეყანა, თვითონ კარგად ცხოვრობთ, ხალხი სულს ღაფავს-ახლა სარგებლობთ ხელისუფლების უნიათობით,იყენებთ სტუდენტ-ახალგაზრდობას და ცდილობთ პროფორციული სისტემის დაკანონებას.
ვისაც თავი გაქვთ, მოვაწყოთ ღია დისკუსია,თუნდაც თქვენგან მართულ ტელევიზიებში,საინფორმაციო საშუალებებში.
მინდა მივმართო ინტელიგენციას, მოაზროვნე ადამიანებს,უპირველესად მეცნიერებს,ნუ ხართ მდუმარებაში,ნუ დაუთმეთ ეს ქვეყანა გაკოტრებულ პოლიტიკოსებს-ძალაუფლებისა და ფულის მოყვარულ პოლიტიკოსებს. ხედავთ,რომ მათ ქვეყანაც და მისი სახელმწიფოებრიობაც თავზე დაგვამსხვრიეს,წინ ომი და ტერიტორიების დაკარგვა,სიდუხჭირის გაძლიერებაა. გამოკვეთეთ თქვენი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით.,წაართვით მათ და ხალხს დაუბუნეთ საქართველო.
ღირს ამ საკითხზე პოლიტიკოსებისა და მომიტინგე სტუდენტი-ახალგაზრდების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა და აკადემიური საუბარი მეცნიერებათა აკადემიაში!
მდგომარეობა კრიტიკულია,მას პრაქტიკულად აკონტროლებენ სოროსული ,თავისუფლების ინსტიტუტის განწყობის ძალები,იგივე ძალები აქტიურობენ ახალგახმზრდებშიც…
დუმილი დღეს ქვეყის დაკარგვის ტოლფასია..ამას,არც დრო,არც ხალხი და არც შთამომავლობა არ გვაპატიებს.
ამ განცხადებას სამეგრელოდან ვაკეთებ,სადაც დღეს ჩავედი ინტელიგენციის ერთ ნაწილთან გუშინდელი გულღია და მძიმე საუბრის შემდეგ.დღეს საღამოს იმერეთში შევხვდები ინტელიგენციის წარმომადგენლებს ეს იქნება მთავარი თემა ოთხშაბათის ოთხი საათის ტრადიციული კონფერენციისა ვახტანგ ბოჭორიშვილის 37-ა დან.ეს კონფერენცია უნიკალურია უპირველესად იმით,რომ აკადემიურია -მიდის პირდაპირ ეთერში სოციალური ქსელით,ტარდება აკრედიტაციის გარეშე და ბოლო შეკითხვამდე.
გიწვევთ ჩემგან განსხვავებული პოზიციის მქონეთ.
ქვეყანას დაღუპავს დაპირისპირება ,გადაარჩენს თანამშრომლობის ჰარმონიზაცია.ეს უკანასკნელი მეცნიერებას უნდა ეყრდნობოდეს და მასში მორალი უნდა პირველობდეს!
თემურ შაშიაშვილი
22.06.2019წ