,,ნუთუ დედა-შვილურად ჭკუას ვერ დაარიგებთ ირაკლის, ვერ ეტყვით რომ რასაც ახლა აკეთებს, დასაცინია…”_ ოქრუაშვილის დედას წერილი მისწერეს
სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოჩნდა წერილი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის დედას ეძღვნება. აი, რას წერს ნინო გელაშვილი:
,,ირაკლი ოქრუაშვილის დედა მეგობრებში მყავს, მე მესმის მისი წუხილი და დარდი, რაც ახლა მის შვილთან დაკავშირებით ხდება, იმიტომ რომ შვილი დედისთვის რაც არ უნდა ცუდი იყოს, მაინც , შვილია, მისი სხეულის ნაწილია, ვიცი ქალბატონო ჟანა რომ კარგი ადამიანი ბრძანდებით, ძალიან ბევრმა მიქო თქვენი თავი მათ შორის ცხონებულმა დედაჩემმა, მაგრამ ნუთუ დედა-შვილურად ჭკუას ვერ დაარიგებთ ირაკლის, ვერ ეტყვით რომ რასაც ახლა აკეთებს დასაცინია და კიდევ იმას გეტყვით როცა ზრდიდით რატომ არ ასწავლეთ ის რომ უმადურობა ძალიან ცუდია, ეგებ გაახსენოთ თქვენ მაინც ის პერიოდი, როცა ძალიან დააჩმორეს, გააბითურეს და თქვენი რკინის მინისტრი შვილი ბოდიში და დამდნარ ჟელედ აქციეს( ბავშვები ტყლარწს რომ ეძახიან იმას), ისიც გაახსენეთ მისი აღზევების პერიოდში ბევრი ცოდვა რომ წამოიკიდა ზურგზე, მაგრამ ისიც გაახსენეთ, რომ როცა გაუჭირდა, ქართველი ხალხი გვერდით დაუდგა, ისიც გაახსენეთ, რომ იმ მთავრობამ, რომელსაც ახლა გავეშებით ებრძვის და იმ ბიძინას რომელსაც ლანძღავს და მიწაში დებს, პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა და ახლა ასე გალაღებული რომაა ბიძინას დამსახურება, ( ისე რა ვიცი, დღეის მერე თუ ისევ შეაბრუნეს ციხეში, არადა იმსახურებს უკვე)
ქალბატონო ჟანა შვილის გაზრდა მარტო განათლების მიცემა და ეკონომიური საშუალების მიწოდება არაა, შვილის გაზრდას კიდევ ძალიან ბევრი რამე ჭირდება, ალბათ ჩემზე უკეთ იცით, მაგრამ სახეზე სხვა რამეა.
მე არ მინდა გაწყენინოთ თუ გინდა წამშალეთ ან დამბლოკეთ, მაგრამ ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ რომ კარგი ქალბატონი ბრძანდებით და მინდა რომ უბრალოდ ჩემი რიგითი, სამშობლოს მოყვარული ქართველის გულისტკივილი გაიგოთ.”