მსოფლიო

ნორვეგია პლანეტის ყველაზე მდიდარი ქვეყანაა

ნორვეგია პლანეტის ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. Euronews-ის ინფორმაციით, სკანდინავიური ქვეყნის სუვერენული სიმდიდრის ფონდის ღირებულებამ უპრეცენდენტო მაჩვენებელს, 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც ყველა თავდაპირველ მოლოდინს აჭარბებს.

ცნობილი, როგორც „ნავთობის ფონდი“, 20 წლის წინ შეიქმნა და ნავთობის მოპოვებისგან მიღებული შემოსავლების ინვესტირებას და მომავალი თაობებისთვის ჭარბი ფულის გამოყოფას ითვალისწინებს. ფონდის ღირებულების ზრდა საფონდო ბირჟებზე არსებულმა აქტივობამ და დოლართან მიმართებაში მსოფლიოს ძირითადი ვალუტების გაძლიერებამ განაპირობა. ნორვეგიის „ნავთობის ფონდი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი ფონდი გახდა და ქვეყნის 5.2 მილიონი მოსახლიდან ფონდის სახსრები თითოეულ მოქალაქეზე გათვლით, 1.4 მილიონი ნორვეგიული კრონის ექვივალენტია.

1tv

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close