საზოგადოება
ნოდარ მელაძის დედას წამებით ემუქრებიან?
,,ბერა ივანიშვილის პირადი მცველი - ახლა ხო ყველაფერი გასაგებია!"
ახლახანს ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ მიხეილ წიკლაურის ფეისბუქპოსტის სქრინი გამოაქვეყნა და დაწერა: ,,ბერა ივანიშვილის პირადი მცველი – ახლა ხო ყველაფერი გასაგებია!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia გამოძიებას რა საქმეზე ატარებთ?”. მელაძემ საკუთარ პოსტში შინაგან საქმეთა სამინისტროც მონიშნა. მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კი იმაზე მეტყველებს, რომ ჟურნალისტის დედას ემუქრებიან.