ჯანდაცვა

,,ეს გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ საქართველოს სჭირდება ხარისხიანი სამედიცინო რეფორმა”

,,ეს გამოკითხვა გვიჩვენებს, რამდენად სჭირდება საქართველოს ხარისხიანი სამედიცინო რეფორმა და რამდენად გამოუვალია დღევანდელი მდგომარეობა ამ კუთხით! ადამიანები ექიმთან გართულებებით მიდიან, ავადმყოფობის მძიმე სტადიებზე, რომელთა თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა, დროულად რომ მიემართათ დახმარებისთვის და ეს ყველაფერი უფულობის გამო ხდება!
ჩვენი თბილისში მდებარე დღის ცენტრი სტუმრებს პირველ სამედიცინო დახმარებას უწევს, ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებსაც მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ, რადგან მათ საკვების ფულიც კი არ აქვთ, არათუ მედიკამენტების!” _ აცხადებს ლეონიდ ჩერნოვიცკი.

კომპანია “ეისითის” კვლევის თანახმად, ათიდან ოთხ თბილისელს (44%) არასოდეს ჩაუტარებია პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა.  თბილისში პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების კულტურა არც თუ ისე გავრცელებულია.
ამავე კვლევით, თბილისელების ერთი მესამედი ამ მიზნით სამედიცინო გამოკვლევებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ იტარებს (32%), ხოლო ერთი მეოთხედი კი პროფილაქტიკური გამოკვლევებისთვის სამედიცინო დაწესებულებას ორ წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად მიმართავს (24%).

“ეისითი” ასევე დაინტერესდა, ბოლო პერიოდში თბილისელების რა ნაწილმა მიმართა ექიმს უშუალოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. როგორც ირკვევა, თბილისელების ნახევარი (50%) ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა ექიმთან ამ მიზეზით. როგორც კვლევის შედეგად გაირკვა,  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე თბილისელების უმრავლესობა, ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა ოჯახის ექიმთან (66%). ამ სეგმენტში სხვა პროფილის ექიმებთან ვიზიტის პრაქტიკა შედარებით დაბალია და 12%-ს არ აღემატება. კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ 60 წლის და უფროსი ასაკის თბილისელები, გარდა ოჯახის ექიმისა, ბოლო 6 თვის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო ასევე მიმართავდნენ კარდიოლოგებს (25%) და ოფთალმოლოგებს (15%), ხოლო 18-35 წლის ასაკის თბილისელები კი გარდა ოჯახის ექიმისა, ბოლო 6 თვის მანძილზე ასევე ყოფილან გინეკოლოგთან (24%) და სტომატოლოგთან (19%).

კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close