ჯანდაცვა

,,ნიღბის ტარება ქუჩაში და პარკებში სავალდებული აღარ უნდა იყოს”

,,ზოგს ისეთი ჭუჭყიანი ნიღაბი უკეთია, ასეთი ნიღაბი მხოლოდ მიკროორგანიზმების წყარო შეილება იყოს"

ამ გაგანია ომში რა მაგის პასუხია და მე მგონი გარე სივრცეებში ნიღაბმა აქტუალობა დაკარგა. ბევრი დიდად არც იკლავს თავს ნიღბის ტარებით და ბევრს სრულიად ფორმალურად უკეთია. ზოგსაც ისეთი ჭუჭყიანი ნიღაბი აქვს, ასეთი ნიღაბი მხოლოდ მიკროორგანიზმების წყარო შეილება იყოს.
მე ვფიქრობ დიდ შეკრებებზე შეიძლება ისევ დარჩეს მოთხოვნა, მაგრამ ცალკეული ინდივიდებისთვის ქუჩაში და პარკებში აღარ უნდა იყოს სავალდებულო. ვინც მოტივირებული იყო და თვლიდა, რომ გარე სივრცეშიც ჭირდება ნიღბით თავდაცვა, ის, ცხადია, ისევ გააგრძელებს გამოყენებას. უბრალოდ ჩემი პირადი აზრია, როგორც რიგითი ექიმის. ამიტომ მაინცდამაინც ნუ ჩამქოლავთ.
მაია ბუწაშვილი, ინფექციონისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close