მსოფლიო

ნიუ იორკის მოსახლეობას ქუჩებში გასვლისა და მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევენ

ქარბუქისა და ყინვის გამო ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მეგაპოლისის მოსახლეობას ქუჩებში გასვლისა და მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევენ. უკვე სამი დღეა შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს არქტიკული შტორმი უტევს, რომელსაც “ბომბი ციკლონი” უწოდეს.

ჰაერის ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა. გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა. ამ დროისთვის 17 ადამიანია დაღუპული.

უამინდობის გამო შტატებს შორის შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა. აღმოსავლეთ სანაპიროზე 3 ათასი ავიარეისიც გადაიდო. პრაქტიკული ციკლონის გამო გაიყინა მდინარეები და შადრევნები. ნაწილობრივ ყინულით არის დაფარული ნიაგარის ჩანჩქერიც.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close