პოლიტიკა

ნინო მეტრეველი: ნუ გადაგვყოლეთ თქვენს სტომაქებს, ეს ქვეყანა ჩვენიც არის

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

_ წლების მანძილზე რომ შესეულხართ დამპყრობლებივით ცულებით, თუ “დრუჟბებით” და უმოწყალოდ ჩეხავთ ტყეებს დიდიან-პატარიანად, ქართველ- ჩინელებიან- ჩუქჩებიანად, მერე რომ თხრით და ჩიჩქნით იმ ტერიტორიებს ჩინური, უვარგისი თხუნელებივით, ჰესის თუ გვირაბების ასაშენებლად, ხეების გარეშე დარჩენილი ის მთები რომ ჩამოიშლება და მეწყერები წაგვლეკავს, თუ არ იცით, ან უცოდინრები ხართ ან თქვენი ჯიბეების ხათრით, სულ ფეხებზე გკიდიათ და მაგ სკამებზე რა გინდათ?! და ეგ თუ არ იცით (უფრო ზუსტად, გკიდიათ), კლიმატის გლობალური პრობლემები, მყინვარების დნობა და უხვი ნალექი რომ დაგვატყდება თავს და კატასტროფა რომ იქნება, ეგ როგორ გეცოდინებათ?! (არ გკიდიათ?! ). გლობალურ დათბობას რას ვუშველით და რაც შეგვიძლია, ის მაინც რომ არ გაააფუჭოთ, ვერა, თქვე მავნებლებო?!

ნუ გადაგვყოლეთ თქვენს სტომაქებს, ეს ქვეყანა ჩვენიცაა და კეთილი ინებეთ და შეწყვიტეთ ბუნების განადგურება ბაბარბაროსებო, თორემ წყალი და მეწყერი თუ ვერ წაგვიღებს, უწყლობა დაახრჩობს შემდეგ თაობებს! (საგანელიძე-ივანიშვილის დიდი და ნაჯახიანი მჩეხავების მცირე სმაილები, მამა-პაპური გინებით)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close