საზოგადოება

ნინო მეტრეველი: კაცმა არ იცის, კიდევ გვექნება თუ არა წყალი ,,ბორჯომი”

,,ვერავინ დამარწმუნებს, რომ ამდენი ხანძარი დამთხვევაა და მაღალი ტემპერატურის, თუ დაუდევრობის ბრალია. დაუდევრობა ჩვენი სენი და უწინ უფრო გამოხატულად გვქონდა, ზაფხულში სიცხე არასოდეს გვაკლდა. მიყოლებით თითქმის ყველა ბაზრობის დაწვით, ღარიბთა რიცხვს კიდევ ბევრი მიემატა; ტყეების დაწვით_ განადგურებული ეკოლოგია, ჩვენი ფილტვების გარდა, ქვეყნის ეკონომიკასაც სერიოზულად დაარტყამს. კაცმა არ იცის, კიდევ გვექნება თუ არა წყალი “ბორჯომიც”, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამარკო ნიშანია.. რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ ნავთობსადენებს არ წაეკიდება ,,დაუდევრობით” ცეცხლი და მთლიანად არ გავეხვევით ცეცხლის ალში? ეს უფრო დივერსიას ჰგავს, ქვეყნის დასუსტებისკენ მიმართულ მტრის ქმედებას და ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება. მტერი და ავის მსურველი რომ არ გვაკლია, კი ვიცით. თან შორსაც არ გვყავს საძებარი. იმედია, ამ ვერსიაზეც მუშაობენ ნეტარნი! – აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close