ნინო მეტრეველი: აირჩევთ ქურდს, თაღლითს, მატყუარას, უუნაროს და იქნებით ისე, როგორც ხართ!
ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:
_ ნაცნობი მწერს პირადში: ბავშვს დახმარება ჭირდება, კვების ფულიც კი არ აქვთ, და იქნებ დაეხმაროთო. ვუთხარი, რომ გაჭირვებულისთვის დახმარება და ქველმოქმედება არ მესწავლება, (ბევრი დამეთანხმება, შესაძლებლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა), მაგრამ ხალხმა არჩევნებზე ისეთი არჩევანი უნდა გააკეთოს, რომ ხალხი ხელგაწვდილი არ იყოს და ხელისუფალი ,,ფუფუნებით” არ ოხრავდეს თქო.
ხალხს ძალიან უჭირს, თუმცა მე პოლიტიკაში არ ვერევი და ვინ იქნება ხელისუფლებაში არ მაინტერესებსო, მიპასუხა. მოკლედ, ასეა ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო! ვისაც პოლიტიკა, არჩევნები და ხელისუფლებაში ვინაა არ გაინტერესებთ, განსაკუთრებით მათ მინდა ვუთხრა! არჩევნები არის დღე, როცა ირჩევ შენს მომავალს, რადგან ირჩევ ადამიანებს, ვინც მინიმუმ ოთხი წლის განმავლობაში უნდა მართოს ჩვენი მომავალი, თქვენი და თქვენი შვილების ცხოვრება! მათ უნდა მიიღონ შესაბამისი კანონები და ეს კანონები იგივე ხალხმა გაატაროს ცხოვრებაში! მათ უნდა გადაწყვიტონ, სად წავა ბიუჯეტის ფული: მათ ხელფასებში, ფუფუნებაში, თუ სოციალურ საკითხებში , პენსიებში, დახმარებებში, ჯანდაცვასა და განათლებაში. მათ უნდა გადაწყვიტონ წესიერი, განათლებული ხალხი დაასაქმონ თუ საკუთარი ,,ბნელი“და კორუფციაში გამოწვრთნილი ნაცნობ-მეგობრები და პარტიული ამხანაგები. მათ უნდა გადაწყვიტონ ბიზნესი კონკურენტუნარიანი და თავისუფალი იყოს, თუ მათი წნეხის ქვეშ მოქცეული და მინოპოლიური. მათ უნდა გადაწყვიტონ ჩვენი აწმყო და მომავალი, მინიმუმ ოთხი წელი..
აირჩევთ ქურდს, თაღლითს, მატყუარას, უუნაროს, იქნებით ისე, როგორც ხართ! აირჩევთ ვიღაცის და რაღაცის ხათრით, შანტაჟით, 20 ლარის, თუ დასაქმების იმედით და იქნებით ისე, როგორც ხართ! თუ ,,არ მაინტერესებს პოლიტიკა-ს“, ,,რა მნიშვნელობა აქვს იქ ვინ იჯდება, ყველა შეჭამს“, ,,დღევანდელი კვერცხი (20 ლარი) მირჩეევნია:, ,,ხალხისთვის მაინც არავინაა“ არგუმენტებით ხმას აძლევ მათ, ვისაც აძლევ, ან არ მიდიხარ არჩევნებზე ,,ჩემს ხმას რა აზრი აქვს“ მიდგომით, შენ ხელს უწყობდა იმ მდგომარეობას, რაც არის და იქნება!
სანამ ხალხი არ გაიგებს, არ შეიგნებეს იმ ერთი დღის მნიშვნელობას, რასაც არჩევნები ჰქვია, რომ ის ერთი დღე განსაზღვრავს მის ბედს მინიმუმ ოთხი წელი და არ აიღებს პასუხისმგებლობას მის მიერ ყუთში ჩაგდებულ ბიულეტენზე, არაფერიც არ გვეშველება!
ასეა ეს და არ დაიწყოთ ახლა ,,ყველა ერთნაირია“ და ,,ჩვენთვის მაინც არავინ იქნება“ თავის მართლება და თითის სხვისკენ გაშვერა.