საზოგადოება

,,ნინო გვენეტაძემ თავისი მეგობრები დააბრუნა სასამართლო სისტემაში”

,,საქართველოში, რომ დამოუკიდებელი მოსამართლეები ძალიან ცოტანი არიან, რომლებსაც ინტელექტი გააჩნიათ, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ნინო გვენეტაძემ ერთადერთი რაც გააკეთა ის არის, რომ ყავლგასული მეგობრები დააბრუნა სასამართლო სისტემაში. ყოველგვარ უსინდისობას აქვს საზღვარი და არ მეგონა თუ კიდევ რამე გამაოცებდა. არ მეგონა თუ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ისეთ რამეს იკადრებდა, რაც მან იკადრა ჩემი შუამდგომლობის განხილვისას. უპირველესად, მოსამართლე არ უნდა იყოს მატყუარა და მითუმეტეს, როცა ასაკშია, ის არ უნდა ცრუობდეს.

 მოსამართლემ აიცილა ჩემი შუამდგომლობის განხილვა გამოგონილი მიზეზით და დაწერა ტყუილი იმის თაობაზე, თითქოსდა იგი მხვდებოდა, როცა ადვოკატი იყო და მიწევდა რაღაც გამოგონილ კონსულტაციას. ამ საცოდავობას არავინ დაიჯერებს, რადგან მურმან ისაევსაც იცნობენ და  მამუკა ნოზაძესაც პროფესიულ წრეებში და ეს ნაბოდვარი კრიტიკას ვერ უძლებს. სასაცილოა, რომ ამბობს, სტრასბურგის საჩივრის თაობაზე გავუწიე კონსულტაციაო. მესმის, რომ ეშინია და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია, გამბედაობა, მაგრამ შე მამაცხონებულო, სხვა მოტივით აიცილე საქმე, რას იტყუები?

 რა ვქნა, ტყუილზე ვერ დავხუჭავ თვალებს, რა კეთილშობილი მიზანიც არ უნდა ჰქონოდა მოსამართლეს საქმის აცილებისას. ხაზს ვუსვამ, რომ მოსამართლე მშიშარა არ უნდა იყოს და თუ საქმის განხილვა არ უნდა, შეუძლია, სხვა მიზეზი დაასახელოს. ტყუილებით არ უნდა ეცადოს ფონს გასვლას. ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება ასეთ სასამართლოს ხელში” _ წერს ფეიბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატი მამუკა ნოზაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close