“დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე საათის წინ არაოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. მისი თქმით, ის მოსკოვში აქტიურ ურთიერთობას მედიასთან გეგმავს, ასევე მონაწილეობას მიიღებს სატელევიზიო თოქ-შოუებში და ჩაატარებს რამდენიმე არაოფიციალურ შეხვედრას.

„ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირდეს ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე. გარდა ამისა ბუნებრივია გარკვეული არაფორმალური შეხვედრებიც მექნება. არ მაქვს განსაკუთრებული შეხვედრები დაგეგმილი იმიტომ, რომ გამომდინარე არჩევნების ვითარებიდან და საჩივრებიდან და ა.შ. მე არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული როდის წავიდოდი.“- ამბობს ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები