საზოგადოება

ნიკა მემანიშვილი: ხელისუფლების გამპრავებლებს მინდა ვუთხრა, ამაზრზენად გამოიყურებით…

,,საბრალო პაატას სამძიმარზე ვიყავით. დღეს კრძალავენ ცხონებულს. მართლა საცოდაობაა განადგურებულია ოჯახი. ორმეტრიანი ახალგაზრდა ვაჟკაცი უნდა მიაბარონ მიწას. პირად საუბრებში გავიგე, როგორ გამოირჩეოდა პაატა ზრდილობით, კულტურით, სხვადასხვა ადამიანური ფასეულობებით, როგორ უყვარდა იგი დიდსა თუ პატარას.

შ.ს.ს გამოვიდა, როცა მიცვალებული გაცივებულიც არ იყო და ურცხვად ათასი რამე დააბრალა მას. მართლა გრცხვენოდეთ! სისტემა სამართლიანობის საფუძველზე უნდა იყოს მყარი და არა იმ ბინძური პიარკამპანიის ფონზე, რასაც თქვენ მიმართეთ.

ის ნდობა, რომელიც პოლიციის მიმართ ჯერ კიდევ აღდგენის პროცესში იყო, ფეხქვეს გათელეთ. ჩვენ ვიბრძოდით პოლიციის სისტემის გაჯანსაღებისთვის და ნურავის ექნება ილუზია, საზოგადოება თვალს დახუჭავს ასეთ მარაზმზე. ხვალ იწურება ის ვადა, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს მივეცით სამხრე კამერების ჩანაწერების გასაჯაროვებლად.

თუ არ დაგვიმტკიცებთ, რომ პოლიციას ბრალი არ მიუზღვის პავლიაშვილის გარდაცვალებაში, ისეთ პროტესტს მიიღებთ, რომელიც არც კი დაგესიზმრებათ.

ხელისუფლების გამპრავებლებს მინდა ვუთხრა: ამაზრზენად გამოიყურებით… პაატა პავლიაშვილი იყო შესანიშნავი ახალგაზრდა რომელსაც სახლკარიც ჰქონდა და ღირსებაც თქვენგან განსხვავებით…” _ დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უფლებადამცველმა, ნიკა მემანიშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close