,,დაგვიკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან. როგორც გახსოვთ, ნუცუბიძის ფერდობზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდის, პაატა პავლიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ამა წლის 26 ოქტომბერს აქცია გვქონდა პარლამენტის შენობასთან. როგორც აგვიხსნეს, მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება… გვედავებიან 166 -ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას.  ვფიქრობთ, რომ ეს არის ცალსახა ზეწოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჩვენს მიმართ. რომელსაც არაფერი აქვს საერთო კანონთან.

ფაქტიდან ორი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩავიდინეთ…

ეს არის ბრძოლა სამოქალაქო საზოგადოებასთან, სიტყვის თავისუფლებასა და სამართლიანობასთან, ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ…

სასამართლო პროცესი გაიმართება ოთხშაბათს 12 საათზე” _ აცხადებს უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი.

კომენტარები
Загрузка...