საზოგადოება
ნიკა გვარამია: ,,ქერა შტერია” სტერეოტიპი დაინგრა… ,,მერი შტერი”
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის იმ განცხადებას პასუხობს, რომელიც კალაძემ გასულ ღამეს, თავისუფლების მოედანზე გააკეთა:
“ძვირფასო ქერებო, აი დადგა დღე, როცა სრულიად უსამართლო “ქერა შტერია” სტერეოტიპი დაინგრა, რამეთუ ასეთი ბრტყელი შტერი მეორე არ დადის იმდენად შტერია, რომ ახალი სტერეოტიპის გამოსაცხობადაც კი საკმარისია – “მერი შტერი”.
სუპერგაუნათლებელი, ელაჩკა ლიუდაედაჩკასავით 10 სიტყვიანი ლექსიკონით, მატყუარა (ცისფერ ნაძვის ხეს თვალსა და ხეს შუა რო სხვა ფრად ასაღებს) და კორუმპირებული კლეპტოკრატი.” წერს გვარამია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
წყარო: pirveliradio.ge