საზოგადოება

ნელი თორდია: ამ საქმეს ერთი მასწავლებლის ან დირექტორის სამსახურიდან გაშვება არ უშველის

საბავშვო ბაღში დღეს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით euronews.ge -მ ბაღების გაერთიანებას და მერიას კითხვები ღიად დაუსვა. მათგან პასუხებს ჯერ კიდევ ველოდებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტ ნელი თორდიას ვესაუბრეთ, რომელიც განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე უკვე დიდი ხანია სხვადასხვა გამოცემებში წერს.

ნელი თორდია:

– გასაგებია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს გისოსები არასოდეს ჰქონია და ბავშვების პატიმრებივით გამოკეტვა მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ ფანჯრებზე მწერების საწინააღმდეგო ბადეები რომ დაამონტაჟონ, ბავშვებს კოღოს ნაკბენისგანაც დაიცავენ და ფანჯრიდანაც არავინ გადავარდება. გადავსებული, 40 და 60 ბავშვიანი ჯგუფები იმის დამსახურებაა, რომ წინა ხელისუფლების დროს, 80-მდე ბაღის შენობა გაიყიდა. ამას ისიც დაემატა, რომ უფასო ბაღის პირობებში, შვილის ბაღში მიყვანა ყველას მოუნდა. მათ შორის, იმ მშობლებსაც, სახლში რომ სხედან. რაც შეეხება აღმზრდელთა შერჩევის კრიტერიუმებს და სხვა დანარჩენს, უბრალოდ, არ არსებობს. აი, რატომ იყო საჭირო სკოლამდელი აღზრდის ფაკულტეტები თუ გოგებაშვილის სასწავლებელი, რომელიც კვალიფიციურ კადრებს უშვებდა.

აღმზრდელს (მგონი უკვე პედაგოგის სტატუსი მიანიჭეს) აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნასწავლი ბავშვის ფსიქოლოგია, ასაკობრივი თავისუბურებები და ა.შ. სამწუხაროდ, ის მავნე ტენდენცია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და სკოლამდელი აღზრდის დაესებულების კარი დასაქმების მსურველ, ნებისმიერი სპეციალობის ადამიანს გაუხსნა, დღესაც გრძელდება. ამ საქმეს ერთი მასწავლებლის ან დირექტორის სამსახურიდან გაშვება არ უშველის, თუ სისტემაში ძირეული რეფორმა არ გატარდა. პირველ რიგში, უნდა შეამცირონ გადავსებული ჯგუფები და გაზარდონ აღმზრდელთა შტატი. გასაგებია, რომ ამას ფული ჭირდება, მაგრამ შეიძლება, რომ ფული სხვა მიმართულებით დავზოგოთ და ბავშვების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა სათანადოდ დავიცვათ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close