საზოგადოება

გიორგი გუგავა: საბავშვო ბაღებში პატრონობა და აღზრდა კი არა, სუნთქვაც კი შეუძლებალია

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა საბავშვო ბაღში დღეს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:

,,დღეს, საბავშო ბაღში მომხდარ სამწუხარო შემთხვევასთან დაკავშირებით პედაგოგის და აღმზრდელის დადანაშაულება დიდი უსამართლობაა. პასუხისმგებლობა რეალურად მერიას და მის სტრუქტურებს ეკისრებათ, რადგანაც სააღმზრდელო ჯგუფები დააკომპლექტეს 50-60 ბავშვით, სადაც ერთი მასწავლებლი და აღმზრდელის მიერ ბავშვის მოვლა – პატრონობა და აღზრდა კი არა, სუნთქვაც კი შეუძლებალია.

ახალი ბაგა-ბაღების ასაშენებლად, დამატებითი ჯგუფების გასახსნელად, პედაგოგების მოსაწვევად და ხელფასის გასაზრდელად გამოყოფილი თანხები მერიის მაღალჩინოსნებმა პრემიებში, დანამატებში, მივლინებებში და ავტომობილებისა და რბილი ავეჯის შეძენაში გაფლანგეს, ხოლო ჩვენი ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენეს. ამდენად, დღეს მომხდარ ფაქტთან და ასევე ბაღებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა მერიას და მის მაღალჩინოსნებს ეკისრებათ. p.s. 300 მილიონამდე თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან კალაძე-კობიაშვილის სახრავად და მისათვისებლადაა გამოყოფილი ფეხბურთის ფედერაციისათვის, რომ მოხმარებოდა ახალი ბაღების, სკოლების და სპორტული მოედნების აშენებას, დღეს ჩვენი ბავშვებისათვის თბილისში ბევრად უკეთესი და უსაფრთხო სიტუაცია იქნებოდა”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close