პოლიტიკა

,,ნახევარ მილიარდზე მეტი ანტიკვარული საგანძური, დამხობამდე ზღვით და ხმელეთით გაიტანა ბათუმიდან”

შალვა ნათელააშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ თითქმის ყველას მიავიწყდასავით ასლან აბაშიძე. არა და ამ მინი-დიქტატორმა საქართველოს, თითოეულ თქვენგანს წაართვა მინიმუმ მილარდ დოლარზე მეტი, ხოლო ნახევარ მილარდზე მეტი ანტიკვარული საგანძური დამხობამდე ზღვით და ხმელეთით კონტეინერში გადამალვით გაიტანა ბათუმიდან. ამჯერად ის მოსკოვურ სასახლეში, რუბლიოვკაზე ატარებს უბედნიერეს სიბერეს, თავს აფარია კრემლის ქოლგა. ყოველი შემთხვევისათვის, ევროპის უმთავრეს დედაქალაქებში ფეშენებლური აპარტამენტებიც ნაყიდი აქვს, მაგალითად ვენაში, პარლამენტის გვერდით 18 -საუკუნის უნიკალურ კომპლექსში 40-ოთახიანი ფართი ელოდება პატრონს. პალმა დე მალიორკა, მადრიდი, ლონდონი, პარიზი, ატლანტა, დუბაი, სინგაპური, ჰონკონგი ამ ბამბუკის ლომად წოდებული კრიმინალის ჩვენგან წაღებული უძრავ-მოძრავი ქონებითაა სავსე, მილიარ დოლარამდე თანხა შვეიცარია, პანამა, ვირჯინიის კუნძულებზეა დავანებული.სხვათა შორის წინა ხელისუფლებამ მიაგნო აბაშიძის 300 მილიონ დოლარიანი ანგარიშის გასაღებს, რაც უკან დაუბრუნეს იმ პირობით,რომ ეს ავაზაკი საქართველოს ოპოზიციას არ დაეხმარებოდა. ამის შემდეგ კიდევ გვიკვირს რატომ ვართ ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე.ჩვენ ვიწყებთ საერთაშორისო კამპანიას აბაშიძის მილიარდების დასაყადაღებლად და ხელისუფლების შეცვლის შემდგომ საქართველოს ბიუჯეტში მის დასაბრუნებლად. ოლიგარქთა მხილება გრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close